Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

არქეოლოგიური მისია დმანისში

თარიღი:

20/09/2021


არქეოლოგიური მისია დმანისში

გრძელდება დმანისის არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა იმ არქეოლოგიური მისიების ფარგლებში, რომლებიც საქართველოში იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება. მულტიდისციპლინური საერთაშორისო ჯგუფის მუშაობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოორდინირებით მიმდინარეობს და მასში ჩართულია ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი.

დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდის ნაშთები 1.8 მილიონი წლით თარიღდება და აფრიკის კონტინენტის გარეთ უძველესია. იტალიელ მეცნიერთა ჯგუფი იკვლევს ცხოველთა განმარხებულ ნაშთებს იმ გარემოსა და ეკოსისტემის მაქსიმალური დეტალური რეკონსტრუქციისთვის, რომლის ნაწილსაც ჩვენი შორეული წინაპრები შეადგენდნენ.

პროექტის მონაწილე იტალიური მხარე, გარდა იმისა, რომ წვლილი შეაქვს საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო შედეგების მიღწევაში (მაგ. რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო მედია ფართოდ აშუქებდა სამეცნიერო კვლევას დმანისის აფთრისებრი ძაღლის შესახებ), ასევე, აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდა მკვლევართა ფორმირების საქმეშიც, რასაც მოწმობს წლევანდელი "დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლის" წარმატება, რომელშიც, სხვადასხვა მომხსენებლებთან ერთად, ფლორენციის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფიც მონაწილეობდა.

სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს ადგილზე, სადაც მეცნიერები სხვადასხვა უახლესი მეთოდოლოგიის გამოყენებით შეისწავლიან ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ სამუზეუმო ექსპონატებს. წელს გამოყენებული იქნება სხვადასხვა რეზოლუციისა და სტრუქტურული სინათლის მქონე 3D სკანერი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია არქეოლოგიური მასალის სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღება და მონაცემთა შეგროვება.

თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს იტალიურ არქეოლოგიურ მისიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად.


242176251 4883165908389494 3030747388199171419 n


ადგილი:

Tbilisi

1349