Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

თარიღი:

15/09/2021


შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

18 სექტემბერს იწყება ბათუმის საავტორო კინოს XVI საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელზეც წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან. საქართველოს კულტურული ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში იტალიური ფილმის მონაწილეობა ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

“Atlantide” (2021) იტალიელი რეჟისორისა და ვიდეოხელოვანის, იური ანკარანის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ნაჩვენები იყო წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალის სექციაში „ჰორიზონტი“. ეს გახლავთ სცენარის გარეშე, რეალური დიალოგების გამოყენებით გადაღებული ფილმი ვენეციის ლაგუნის ნაპირზე მცხოვრებ, ჩქაროსნული კატერების მოყვარულ ახალგაზრდებზე. ვიდეოს, ნეონის შუქებისა და გამაყრუებელი მუსიკის მეშვეობით, რეჟისორი მოგვითხრობს ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროზე - ვენეციის მარადიულ სილამაზესა და ფილმის გმირების ეგზისტენციალურ პრობლემებზე.


biaff poster grande


ადგილი:

Tbilisi

1347