Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

"Vivo d'arte", კონკურსი უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა იტალიელი ხელოვანებისთვის

თარიღი:

19/04/2021


წელს უკვე მესამედ იმართება კონკურსი "Vivo d’Arte" უცხოეთში რეზიდენტი ახალგაზრდა იტალიელი ხელოვანებისთვის, რომელიც ორგანიზებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ, ფონდ "Romaeuropa"-სთან თანამშრომლობით.

კონკურსზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა (36 წლამდე ასაკის) იტალიელი ხელოვანების მიერ შექმნილი თეატრალური, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნამუშევრები. გამარჯვებული პროექტი წარსდგება ქ. რომში, ფესტივალის "Romaeuropa" ფარგლებში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 30 აპრილი 23:59სთ (იტალიური დროით).

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1312