Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

თარიღი:

25/01/2021


ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 27 იანვარს აღინიშნება, იტალიის საელჩო საქართველოში, ჯორჯო პერლასკას ფონდთან თანამშრომლობით, გთავაზობთ დოკუმენტულ ფილმს, რომელიც „იტალიელი შინდლერის" ისტორიას მოგითხრობთ. ეს არ გახლავთ კიდევ ერთი კინოფილმი ჰოლოკოსტზე, ეს არის ფილმი ხსოვნის როლსა და მნიშვნელობაზე. აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 76 წლის შემდეგ, ჩვენ იმდროინდელ გმირებს და მათ შორის, იტალიელ ჯორჯო პერლასკას გავიხსენებთ, რომელიც ნაცისტებს არა იარაღით, არამედ სიმამაცითა და საზრიანობით ებრძოდა: ბუდაპეშტში მყოფმა პერლასკამ, რომელიც თავს ესპანელ კონსულად ასაღებდა, ყალბი საშვების მეშვეობით, საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნასა და სიკვდილს 5 ათასზე მეტი უნგრელი ებრაელი გადაარჩინა. ომის დამთავრების შემდეგ იტალიაში დაბრუნებულმა ამის შესახებ არავის უამბო და მარტოსული გმირიდან ჩვეულებრივ ადამიანად იქცა. ეს ამბავი მხოლოდ 40 წლის შემდეგ გაცხადდა, როდესაც 1988 წელს უნგრელი ებრაელი ქალების ჯგუფმა თავიანთი მხსნელის მოძებნა გადაწყვიტეს.
ეს ფილმი სიმამაცისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ ქცეული ადამიანის გახსენებაა. მისი ნახვა (ინგლისური სუბტიტრებით) შესაძლებელია ჩვენი საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით.


ადგილი:

Tbilisi

1298