Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

თარიღი:

17/11/2020


შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

ბათუმის საავტორო კინოს XVსაერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF), რომელიც წელს უჩვეულო ფორმატით, ონლაინ იმართება, ორი იტალიური ფილმი იქნება წარმოდგენილი:
„სოლე“ (2019), კარლო სირონის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც პირველად ნაჩვენები იყო ვენეციის კინოფესტივალის სექციაში „ჰორიზონტი“, მოგვიანებით კი მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ფილმის მოქმედება რომის გარეუბანში ხდება, რომლის ფონზეც მაყურებლის თვალწინ იშლება ორი ახალგაზრდისა და ახალშობილის ამბავი, რომელიც ნათესავებისთვის გასაშვილებლად იბადება. ფილმი მოგვითხრობს მარტოობისა და დედობის მტკივნეულ თემებზე, რთულ არჩევანზე, უკეთესი მომავლის იმედსა და ოცნებაზე.
„აღთქმული მიწა“ (2020), დანიელე ტომაზოს დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილთა შთამომავლების მოგონებებითა და დოკუმენტური მასალების მეშვეობით, იმ ებრაელების ისტორიას გვიამბობს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ნათელი მომავლის საძიებლად, იტალიური ნაპირებიდან „აღთქმული მიწისკენ“ გაეშურნენ.
საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალში იტალიური ფილმების მონაწილეობა ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ფილმების ნახვა შესაძლებელია იქნება ფესტივალის მსვლელობისას (25 ნოემბრამდე), უფასოდ, ონლაინ პლატფორმაზე (წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია).


ადგილი:

Tbilisi

1285