Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

თარიღი:

09/09/2019


შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

სახელგანთქმული იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, მარკო ბელოკიოს ფილმი "მოღალატე" (2019) ამჟამად ბათუმშია, საავტორო კინოს XIV საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF). ფილმი, რომელიც ნაჩვენები იქნა კანის კინოფესტივალის საკონკურსო პრაგრამის ფარგლებში, დაჯილდოებულია სხვადასხვა პრემიით, მათ შორის, 2 "ოქროს გლობუსით", 7 "ვერცხლის ფირით" და ფლაიანოს სახელობის პრიზით. "მოღალატე" მოგვითხრობს მაფიის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, ტომაზო ბუშეტაზე, მის დაპატიმრებაზე ბრაზილიაში და სამშობლოში ექსტრადიციაზე, შეხვედრაზე ჯოვანი ფალკონესთან და "კოზა ნოსტრას" წევრების წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებაზე. სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე გახდა შესაძლებელი მაფიის წევრების მასიური დაკავება და იტალიის მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესის ჩატარება. ფილმის მთავარი გმირის როლს ბრწყინვალედ ასრულებს პიერფრანჩესკო ფავინო.

იტალიური ფილმის მონაწილეობა საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.


biaff bellocchio 1


ადგილი:

Tbilisi

1176