Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი", პროგრამა "ფოკუსში იტალიაა"

თარიღი:

05/11/2018


ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამა "ფოკუსში იტალიაა" (2018 წლის 1-5 ნოემბერი) მაყურებელს სთავაზობს "სარდინიული კულტურის დღეებს საქართველოში", რომელიც იმართება იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს, იტალიის საელჩოს, სარდინიის ნაციონალური თეატრის, ქ. კალიარის მერიის, სარდინიის ფონდისა და სარდინიის ავტონომიური რეგიონის ხელშეწყობით. თეატრალური წარმოდგენების, კინოჩვენებების, კონფერენციებისა და ლექციების მეშვეობით ერთად აღმოვაჩენთ ორი ხალხის მრავალხმიანობაში, პასტორალურ თუ მეღვინეობის ტრადიციებში მიმალულ და თითქოს უხილავ მსგავსებებს.

festiva poster

პროგრამა:

2 ნოემბერი: გახსნითი სემინარი "პასუხი მომავალს" (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის "სტუმრების ოთახი"), რომელზეც სარდინიის ეროვნული თეატრის დირექტორმა მასიმო მანჩინიმ სემინარის სტუმრებს "სარდინიული კულტურის დღეების" პროგრამა გააცნო, დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის "Tramedautore"-ს სამხატვრო ხელმძღვანელმა მიკელე პანელამ კი თანამედროვე იტალიური თეატრის ტენდენციები მიმოიხილა.


rispondi al futuro

2-3 ნოემბერი: სარდინიის ეროვნული თეატრის სპექტაკლი "მაკბეტუ" (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი).
შექსპირის პიესა "მაკბეტი" ალესანდრო სერას ინტერპრეტაციით სარდინიულ ენაზე და ელიზაბეტური დრამის ტრადიციების თანახმად მხოლოდ მამაკაცი მსახიობების მიერ სრულდება. "ქალის ყველა პერსონაჟი თავმოყრილია ერთ ფიგურაში, ლედი მაკბეტში, რომელიც ამავდროულად სიკვდილის სახეა. ვფიქრობ, რომ ამ პერსონაჟების ამოღებამ წარმოდგება არ დააზიანა", - იხსნებს რეჟისორი, - იდეა გაჩნდა ფოტორეპორტაჟიდან ბარბაჯას (სარდინიის ცენტრალური რეგიონის) ტრადიციულ კარნავალზე, რომელიც შთამაგონა თავისი პირქუში ნიღბებით, ცხოველების ტყავითა და რქებით შემკული კოსტიუმებით, ძველი მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ეჟვნების ხმებით. ეს არის ჟესტებისა და ხმის სიძლიერის, დიონისეს კულტთან დაკავშირებული რიტუალების, ჰანგების, საცეკვაო მოძრაობათა წარმოუდგენელი სიზუსტის, იდუმალი ნიღბების, სისხლის, მუქი წითელი ფერის ღვინის, ადამიანის მიერ მოთვინიერებული ბუნების ძალებისა და ბნელი ზამთრის მუქი ფერების მეშვეობით შექმნილი წარმოდგენა".


macbettu 3

4 ნოემბერი: ჯანფრანკო კაბიდუს ფილმის "სიზმრების ქსოვილი" ჩვენება (კინოთეატრი "ამირანი").
იტალიის კინოაკადემიის მთავარი პრიზით, "დონატელოს დავითით" დაჯილდოებული ფილმის გადაღება რეჟისორს ედოარდო დე ფილიპოს პიესამ "კომედიის ხელოვნება" და უილიამ შექსპირის პიესის "ქარიშხალი" ნეაპოლურ დიალექტზე თარგმანმა შთააგონა. ფილმი სავსეა ამ ორი ავტორის ციტატებით, რომლებიც მოგვითხრობს ადამიანური ბუნების განსხვავებულ მხარეებზე: სიმდაბლესა და სულგრძელობაზე.
ფილმი გემის ჩაძირვის შედეგად კუნძულ ასინარაზე მოხვედრილ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებზე გვიამბობს: დანაშაულებრივი ორგანიზაციის "კამორას" ოთხ წევრზე, მათ ბადრაგსა და თეატრალური დასის ოთხ მსახიობზე. დაპატიმრებას რომ გადაურჩნენ, "კამორას" წევრები გადაწყვეტენ, თავი მსახიობებად გაასაღონ თეატრალური დასის ხელმძღვანელის, ორესტე კამპეზეს დახმარებით, რომელიც ამ იდეას ეწინააღმდეგება, ციხის უფროსი კი თავიდანვე ეჭვობს, რომ საზღვაო კატასტროფას გადარჩენილი ბანდიტები თავს თეატრალურ დასს აფარებენ.


stoffa dei sogni 2

4 ნოემბერი: სარდინიული ხალხური მუსიკის გუნდის "Tenore Murales" გამოსვლა ქართველი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენაზე (მრავალფუნქციური ეთნოგრაფიული სივრცე "ვინერია").
მუსიკალური ანსამბლის სახელი კედლის მხატვრობას გაგვახსენებს, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში, ორგოსოლოში გაჩნდა. 2005 წელს იუნესკომ სარდინიული ტენორების სიმღერა კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა. სარდინიული მრავალხმიანობა, რომელიც თავისი ჟღერადობით, ბუნებისა და ცხოველთა ხმას მიმსგავსებული ბგერებით გამოირჩევა, პასტორალური და მიწადმოქმედთა კულტურის სიმბოლოა.


canto sardo 1

5 ნოემბერი: შეხვედრა იტალიელ მწერალთან მარჩელო ფოისთან თემაზე" ვისაუბროთ თანამედროვე სარდინიულ ლიტერატურაზე" (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). პოეტი, მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი მარჩელო ფოისი თანამედროვე სარდინიული ენისა და ლიტერატურის გამორჩეულ ფიგურად აღიარებული.


marcello fois


ადგილი:

Tbilisi

1091