Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

თარიღი:

21/09/2018


შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე

კინემატოგრაფიული ზღაპარი, რომელიც სიღარიბისა და პროგრესის ფონზე იშლება, ერთი შეხედვით შორეული სამყარო, რთული და თითქმის წარმოსახვითი მეგობრობის ისტორია ახალგაზრდა პერსონაჟებს შორის, რომლებიც სიყმაწვილის ორ განსხვავებულ სახეს წარმოადგენენ: ლაზარე, ოციოდე წლის გლეხის ბიჭი, რომელიც იმდენად გულკეთილი და გულუბრყვილოა, რომ შეიძლება ჩერჩეტადაც კი მოგეჩვენოთ და ახალგაზრდა მარკიზი ტანკრედი, რომელიც დედამისის ძალაუფლების სიყვარულს უმხედრდება. სიცრუისა და საიდუმლოებების ფონზე განვითარებული ნამდვილი და წრფელი მეგობრობის ამბავი, რომელიც ლაზარეს აიძულებს, მშობლიური მხარე მიატოვოს და მეგობრის საძებნელად ქალაქს მიაშუროს.

"ბედნიერი ლაზარე", ალიჩე რორვახერის ფილმი (2018), რომელიც ახლახან კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა, ამჟამად ბათუმშია, საავტორო კინოს მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე. საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში იტალიური ფილმის მონაწილეობა ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

არ გამოტოვოთ ახალგაზრდა მსახიობების, ადრიანო ტარდიოლისა (ლაზარე) და ქართული წარმოშობის მომღერალისა და მუსიკოსის, ლუკა ჩიქოვანის (ტანკრედი) სადებიუტო ნამუშევარი!

ფილმი ნაჩვენები იქნება 22 სექტემბერს, 18:00 საათზე, ბათუმის კინოთეატრ "აპოლოში".


biaff lazzaro 2


ადგილი:

Tbilisi

1079