Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ცოცხალი წიგნები: იტალიური პოეზია საქართველოში

თარიღი:

14/05/2018


ცოცხალი წიგნები: იტალიური პოეზია საქართველოში

იტალიური პოეზია თბილისში ბრუნდება: მეოთხე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გამართულ საღამოში მონაწილეობენ ცნობილი იტალიელი პოეტები მილო დე ანჯელისი, კლაუდიო პოცანი, დომენიკო ბრანკალე და ფრანჩესკო იანონე. ღონისძიება "პოეტები თარგმნიან პოეტებს", რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ცოცხალი წიგნები" ნაწილია, ნოდარ დუმბაძის ფონდის ორგანიზებით, თბილისის მერიის პატრონაჟითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

იტალიელი პოეტების და ქართველი პოეტებისა და ლიტერატორების (ნუნუ გელაძის, ქეთევან დუმბაძის, შოთა იათაშვილის, გიორგი ლობჟანიძის, ნიკა ჯორჯანელისა და ეკა კვიციანის) შეხვედრა "შესანიშნავი შესაძლებლობაა, ავტორებმა პოეზიის თარგმნაზე, მთარგმნელის მნიშვნელობასა და როლზე იმსჯელონ. 14 მაისის საღამო, რომელიც თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს გახსნის, სწორედ იტალიურ პოეზიას მიეძღვნება", - განმარტავს ელჩი ანტონიო ბარტოლი. შეხვედრა "პოეტების თარგმნიან პოეტებს" 14 მაისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში (მის: ივანე მაჩაბლის ქ. 13) ჩატარდება.

იტალიელი პოეტები ესტუმრებიან საქართველოს რეგიონებს და გაეცნობიან საქართველოს ბუნებას, მის ხელოვნებას და ენოგასტრონომიულ ტრადიციებს. 16 მაისს, 18:30 საათზე ნაჩვენები იქნება ვივიანა ნიკოდემოს დოკუმენტური ფილმი "ფანქრის წვერზე", რომელიც მილო დე ანჯელისის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. ფილმის ჩვენების შემდეგ კი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის VI კორპუსში (მის: სულხან ცინცაძის 1. 63) გაიმართება შეხვედრა იტალიელ პოეტებთან.


ადგილი:

Tbilisi

1052