ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ქორწინების აქტის იტალიის სამოქალაქო რეესტრში გადატანა

იტალიის მოქალაქეები, რომლებიც ქორწინდებიან საზღვარგარეთ, ვალდებულნი არიან მოითხოვონ ქორწინების აქტის გადატანა იტალიის იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ისინი რეგისტრირებულნი არიან AIRE-ში. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მეუღლე იტალიის მოქალაქეა, მაგრამ ცხოვრობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საჭიროა ქორწინების აქტის გადატანის ორი ცალკე განაცხადის შევსება.

ქორწინების აქტის გადატანისთვის იტალიის მოქალაქემ უნდა მიმართოს იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებას, წინასწარ, Prenot@mi-ს სისტემის მეშვეობით დაჯავშნილი ვიზიტის მეშვეობით.

ვიზიტის დღეს დაინტერესებული პირი უნდა გამოცხადდეს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და ასევე თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ორივე მეუღლის პასპორტი და პასპორტების ბიოგრაფიული გვერდის ასლი;
  • ქართული ქორწინების მოწმობა, დამოწმებული აპოსტილით და თარგმნილი იტალიურად.

– აპოსტილს გაცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (თბილისის იუსტიციის სახლი). ქორწინებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის კომპეტენტური უწყებაა საჯარო სერვისების განვითარების სააგენტო. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე;

– თარგმანი უნდა დამოწმდეს იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილების მიერ:

  • აპოსტილის მიღების შემდეგ ქორწინების მოწმობა დაინტერესებული პირის მიერ ითარგმნება იტალიურად (აპოსტილის ჩათვლით), რის შემდეგაც იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში უნდა მოხდეს თარგმანის შესაბამისობის დადასტურება;
  • საკონსულო განყოფილება არ უზრუნველყოფს სათარჯიმნო მომსახურებას. იტალიის საელჩოს მიერ რეკომენდირებული კერძო თარჯიმნების სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
  • სათანადოდ შევსებული და ხელმოწერილი ქორწინების მოწმობის საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის ან AIRE რეგისტრაციის ოფისში რეგისტრაციის მოთხოვნის ფორმა. ფორმა ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

შენიშვნა:

  • საელჩო გადაგზავნის ქორწინების მოწმობას იტალიის საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის/AIRE-ს რეგისტრაციის ოფისში ელექტრონული ფოსტის (PEC) მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს მის დარეგისტრირებას სამოქალაქო მდგომარეობის რეესტრში;
  • ქორწინების აქტის ორიგინალი დარჩება საელჩოს არქივში. შესაბამისად, თუ გსურთ მისი ასლის შენარჩუნება, უნდა მოითხოვოთ მეორე ეგზემპლარი შესაბამისი ქართული ორგანოსგან;
  • გაცნობებთ, რომ რეგისტრაციის საჯარო სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე, იგი შეიძლება მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ან საჯარო უწყებამ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აქტი შედგენილი უცხოეთში ადგილობრივი ორგანოს ან დიპლომატიური/საკონსულო ორგანოს მიერ (პრეზიდენტის 396/2000 ბრძანებულების მე-12 მუხლის მე-11 პუნქტი და მე-17 მუხლი). არ არსებობს ნორმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საზღვარგარეთ შედგენილი აქტები უნდა გადაიგზავნოს იტალიაში მხოლოდ დიპლომატიური ან საკონსულო ორგანოს მეშვეობით. ასევე, 12-ე მუხლის მე-11 პუნქტი ზღუდავს თავისი მოქმედების არეალს მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საკონსულო სერვისების კონფიდენციალურობის პოლიტიკა(გარდა ვიზებისა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებისა) ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაცია (UE) 2016/679, მე-13 და მე-14 მუხლები)