მოქმედი კანონმდებლობის (საკანონმდებლო დეკრეტი 71/2011) თანახმად, სანოტარო მომსახურება მიეწოდება მხოლოდ საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივ მაცხოვრებელ იტალიის მოქალაქეებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იტალიის უწყებებში წარსადგენი სანოტარო დოკუმენტაციის შედგენა უნდა მოხდეს საქართველოში მოქმედი ნოტარიუსის წინაშე. აღნიშნული სანოტარო აქტები შემდგომ უნდა დამოწმდეს აპოსტილის წესით.
იტალიის საელჩოში შედგენილი სანოტარო აქტები ძალაშია მხოლოდ იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და იტალიის დიპლომატიურ-საკონსულო წარმომადგენლობებში.
ნებისმიერი სანოტარო მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე: consolato.tbilisi@esteri.it ან PEC-ზე: amb.tbilisi.pass@cert.esteri.it.
ჩაწერის მოთხოვნასთან ერთად აუცილებელია წარმოადგინოთ იტალიის მოქალაქის პასპორტის ასლი და სანოტარო აქტის მოთხოვნის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდი: Ministero degli Affari Esteri e della Cooperazione Internazionale – Servizi notarili.