ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ხშირად დასმული კითხვები

სად შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებული ტურისტული მასალებისა და საჭირო ინფორმაციის მოპოვება?
მიმართეთ ვებ-გვერდს 
www.viaggiaresicuri.it, ან საქართველოს საელჩოს რომში.

როგორ უნდა მოიქცეს იტალიის მოქალაქე საქართველოში ყოფნისას პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში? რა დოკუმენტს გასცემს საელჩო იტალიის მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებისთვის?
იტალიის მოქალაქემ, რომელმაც დაკარგა, ან რომელსაც მოპარეს პასპორტი, მომხდარის შესახებ უნდა განაცხადოს პოლიციის რომელიმე განყოფილებაში. განცხადება უნდა წარადგინოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში და თან დაურთოს პირადობის მოწმობის ფორმატის ორი ფოტოსურათი, მგზავრობის დროებითი დოკუმენტის გასაცემად.

არსებობს თუ არა განსაკუთრებული რისკი ან საფრთხე, რომელსაც უცხოელმა მოქალაქემ საქართველოში ტურისტად ყოფნისას ყურადღება უნდა მიაქციოს?
საქართველოში არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოების ძირითადი წესების დეტალური სურათისთვის, გთხოვთ მიმართოთ ვებ-გვერდს www.viaggiaresicuri.it.

რა მომსახურებას უწევს საკონსულო განყოფილება საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს?
საკონსულო მომსახურებისა და ამ მომსახურების მიღებისთვის აუცილებელი ფორმალობების ზოგადი სურათისთვის, გთხოვთ მიმართოთ ამ ვებ-გვერდის სექციას ”საკონსულო მომსახურებას
.

უცხოელ მოქალაქეს საქართველოში ყოფნისას რა ენის გამოყენება შეუძლია?
მთელ ქვეყანაში რუსული ენა ძირითად უცხო ენად რჩება. დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ ცენტრებში ინგლისური ენა საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.

როგორია თბილისში იტალიის საელჩოს საკონსულო/სავიზო განყოფილების სამუშაო საათები?
საკონსულო/სავიზო განყოფილების სამუშაო საათების სანახავად დააჭირეთ აქ.