ტრენტოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2026-2027 აკადემიური წელს ორ ინგლისურენოვან სამაგისტრო კურსზე სწავლის მსურველთათვის. ესენია:
- MISS, საერთაშორისო უსაფრთხოება – კურსი, რომელიც ორგანიზებულია ქ. პიზას სანტ’ანას უმაღლეს სკოლასთან ერთობლივად (2 სასწავლო სტიპენდია);
- MEIS, ევროპული და საერთაშორისო საკითხები (2 სასწავლო სტიპენდია).
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის გამოყოფილია ადგილები ორივე კურსზე სასწავლებლად. საუკეთესო სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სასწავლო სტიპენდია იტალიაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივ დაფარვისთვის (წლიურად 7200 ევრო).
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სტუდენტების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 4 მარტი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
MISS: https://corsi.unitn.it/en/international-security-studies/enrollment/admission-non-europeans
MEIS: https://corsi.unitn.it/en/european-and-international-studies/enrollment/admission-non-europeans
2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 30 ივნისამდე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის მოქალაქეებსა და გათანაბრებულ მოქალაქეებს (ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, ნორვეგიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, სან მარინოს რესპუბლიკის, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მოქალაქეებს, ასევე, იტალიაში რეზიდენტ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს).
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:
MISS: https://corsi.unitn.it/en/international-security-studies/enrollment/admission-europeans-and-equivalents
MEIS: https://corsi.unitn.it/en/european-and-international-studies/enrollment/admission-europeans-and-equivalent