რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი (ეკონომიკისა და ფინანსების დეპარტამენტი) აცხადებს გლობალური მმართველობის ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის მსურველთა მიღებას 2026/2027 აკადემიური წლისათვის.
ადგილების რაოდენობა (სულ 204 ადგილი) შემდეგნაირად არის განაწილებული:
1) 129 ადგილი – ევროკავშირის წევრის ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ასევე, იტალიაში მცხოვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის;
2) 75 ადგილი – იტალიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ვიზა ესაჭიროებათ.
სწავლის მსურველთა ნაკადების განაცხადების მიღების ვადებია:
– 2026 წლის 12 თებერვალი (მეორე ნაკადი);
– 2026 წლის 16 აპრილი (მესამე ნაკადი);
– 2026 წლის 4 ივნისი (მეოთხე ნაკადი).
კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.