ცხადდება მიღება კურსზე MaRaThon@University of Padua – Master your Research and Training Needs, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის (MSCA) ფარგლებში პადუის უნივერსიტეტის ინიციატივით, 2026 წლის 20-22 მაისს გაიმართება.
ინტენსიური კურსი ტარდება იმ მკვლევარებისთვის, რომლებმაც კვლევითი სამუშაოს განსახორციელებლად პადუის უნივერსიტეტი შეარჩიეს და სურთ, წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა შესარჩევ კონკურსში „ჰორიზონტი ევროპას“ მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის პოსტდოქტორანტურის მიმართულებით (იწყება 2026 წლის 9 აპრილს). კურსზე MSCA MaRaThoN@Unipd სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების 50 მკვლევარს, რომლებსაც დოქტორანტურა აქვთ დამთავრებული.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 9 მარტის 13:00სთ-მდე (იტალიური დროით). კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.unipd.it/en/msca-marathon26.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ელ.ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: mariecurie.marathon@unipd.it