ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სახელგანთქმული იტალიელი ვიოლონჩელისტი მარიო ბრუნელო საერთაშორისო ფესტივალზე “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”

New Year Celebrations-poster

მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღსავსე 2025 წელი დასრულდება 27-ე საერთაშორისო ფესტივალით “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, რომელიც 2023 წლიდან დამაარსებლის, პროფ. მანანა დოიჯაშვილის სახელს ატარებს. საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ ორ კონცერტში, რომლებსაც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპიძლებს, მონაწილეობას მიიღებს მარიო ბრუნელო, ვირტუოზი იტალიელი ვიოლონჩელისტი და დირიჟორი, ფესტივალების Arte Sella-ს, I Suoni delle Dolomiti-სა და Stresa-ს სამხატვრო ხელმძღვანელი და პირველი ევროპელი მუსიკოს-შემსრულებელი, რომელმაც ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა.

კონცერტზე, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართება, იტალიელი ვიოლონჩელისტი, ვილა სანდრას საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიის (ქ. ლესა, იტალია) დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან, ცნობილ ქართველ პიანისტ გიორგი ვაჩნაძესთან ერთად, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და სერგეი რახმანინოვის მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს.

20 დეკემბრის კონცერტზე კი მარიო ბრუნელო წარსდგება არა მხოლოდ როგორც სოლისტი, არამედ როგორც დირიჟორი: ის თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ უდირიჟორებს და ფრანც შუბერტისა და მიჩესლავ ვაინბერგის ნაწარმოებებს შეასრულებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.

#DiplomaziaCulturale