საქართველოში შემომსვლელმა ნებისმიერმა ტურისტმა უნდა წარადგინოს მოქმედი სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შედგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
სადაზღვევო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს, როგორც ქართული, ასევე უცხოური, მათ შორის იტალიური, სადაზღვევო კომპანიის მიერ და სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30000 ლარს.
დაზღვევის პოლისი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:
- დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები
- დაფარული ტერიტორია
- დაზღვევის საგანი
- სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა და დასრულების დრო
- სადაზღვევო რისკები
- სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები)
- სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა.
დაზღვევა ძალაში უნდა იყოს ტურისტის საქართველოში შემოსვლიდან ქვეყნის დატოვებამდე, სრული პერიოდის განმავლობაში