ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ცნობილი იტალიელი მწერალი პაოლო ჯორდანო თბილისის მე-10 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე

Festival di Letteratura 2025-poster

კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: 19 სექტემბერს იწყება თბილისის მეათე, საიუბილეო საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც საქართველოს პენცენტრის ორგანიზებით და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება და წელს მასპინძლობს 19 ავტორს 15 ქვეყნიდან.

იტალიური ლიტერატურის მოყვარულებს არაჩვეულებრივი საჩუქარი ელით: შეხვედრა იტალიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია Premio Strega-ს ისტორიაში ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატთან, პაოლო ჯორდანოსთან. მწერალს, Premio Strega-ს გარდა, სხვადასხვა წლებში არაერთი პრემია აქვს მიღებული, მათ შორის, Campiello Opera Prima, Fiesole Narrativa Under 40, Premio letterario Merck Serono და სხვ.

პირველი შეხვედრა 20 სექტემბერს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება (დასაწყისი: 19:30სთ). ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი და უმბერტო ეკოს რომანების თარგმნისთვის ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი ხათუნა ცხადაძე გაუძღვება, წარმოდგენილი იქნება ავტორის ნაწარმოებები, მათ შორის, ბესტსელერად ქცეული რომანი „მარტივი რიცხვების მარტოობა“ (ნათარგმნია 40-ზე მეტ ენაზე, მათ შორის, ქართულ ენაზეც).

21 სექტემბერს (დასაწყისი: 19:30სთ) საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება მეორე შეხვედრა, რომელიც ფესტივალის სტუმრებისთვის იტალიელი მწერლის მოსმენის, მასთან ერთად მსჯელობისა და დისკუსიის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება.

#DiplomaziaCulturale #letteraturaitaliana