4-14 სექტემბერს გაიმართება პრესტიჟული წინანდლის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს.
წინანდლის მეშვიდე ფესტივალი, რომელიც თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ორ დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს საქართველოში კარგად ცნობილი იტალიელი დირიჟორის, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორისა და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორის, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით.
4 სექტემბერს ფესტივალის გახსნით კონცერტზე მაესტრო ნოზედა უდირიჟორებს პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, რომელიც სცენაზე სოლისტთან, ნიჭიერ პიანისტ ბეჰზოდ აბდურაიმოვთან ერთად წარსდგება და ჩიაკოვსკისა და შოსტაკოვიჩის მუსიკას შეასრულებს.
იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით გამართულ მეორე კონცერტზე, რომელიც 7 სექტემბერს ჩატარდება, ბრწყინვალე მუსიკოსების, მარკ ბუშკოვისა (ვიოლინო) და მიშა მაისკის (ვიოლონჩელო) და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შესრულებით ბრამსისა და ბეთჰოვენის მშვენიერი მუსიკა აჟღერდება.
ფესტივალის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.