კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და ახალი თანამშრომლობის დასაწყისი იტალიის საელჩოსა და საერთაშორისო ფესტივალ WineCast-ს შორის: ფესტივალზე, რომელიც ღვინის სამყაროს კინოჩვენებების, შეხვედრების, ვორქშოპებისა და დეგუსტაციების მეშვეობით გაგვაცნობს, ნაჩვენები იქნება ჯაკომო არიგონის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ცნობილი ადამიანების მეღვინეობები“. ფილმი, რომელსაც ფესტივალზე ცნობილი იტალიელი მსახიობი და პროდიუსერი ესმერალდა სპადეა წარადგენს, მოგვითხრობს მის მოგზაურობაზე ღვინოს აღმოსაჩენად, რომელსაც იტალიის სხვადასხვა რეგიონში კინოს, ხელოვნებისა და სპორტის ვარსკვლავები აწარმოებენ.
იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს საუკეთესო იტალიური ღვინოების დეგუსტაცია ელით.
ღონისძიება 24 აგვისტოს, შატო მუხრანში გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
WineCast, ფესტივალი, რომელიც ღვინოსა და კინემატოგრაფს აერთიანებს