OpportunItaly იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) ახალი სტრატეგიული პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას იტალიასა და იტალიური ექსპორტისთვის საინტერესო პოტენციურ ბაზრებს შორის.
მაღალტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმა ორ ნაწილისგან შედგება (ერთი ნაწილი იტალიურ მცირე და საშუალო საწარმოებს ეხება, მეორე კი – უცხოურ კომპანიებს, შემსყიდველებს, დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს) და მისი მიზანია იტალიელ და უცხოელ ოპერატორებს შორის კავშირების გამარტივება და კონკრეტული ბიზნეს შესაძლებლობების შექმნა.
OpportunItaly, ექსპორტის აქსელერაციის პროგრამა