ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს გადაეცა ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის

1

გუშინ, 17 ივლისს, იტალიის რეზიდენციაში, კულტურის, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს გადასცა ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის.

იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო პროფ. დავით ლორთქიფანიძეს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, იტალიის ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის.

ეს ჯილდო პროფ. დავით ლორთქიფანიძის მიერ საქართველოში იტალიის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული შრომის დაფასებაა, ეხება ეს სამეცნიერო კონფერენციებიის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საუკეთესო იტალიური  გამოცდილების გაზიარებასა თუ უდიდესი იტალიური მუზეუმებიდან საქართველოში ჩამოტანილი იტალიური ხელოვნების შედევრების სრულიად უპრეცედენტო საექსპოზიციო პროგრამის განხორციელებას, რამაც მნიშნელოვნად  შეუწყო ხელი საქართველოში იტალიური კულტურისადმი ინტერესის გაძლერებას“,  – აღნიშნა თავის გამოსვლაში ელჩმა დ’ანტუონომ.

#DiplomaziaCulturale