ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სწავლის შესაძლებლობა: ICoN-ის მიერ გამოყოფილი სასწავლო სტიპენდიები

ICoN-poster – Copia

კონსორციუმი ICoN აცხადებს კონკურსს 20 სტიპენდიის მისაღებად, რომლებიც იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლებლად გაიცემა. სტიპენდიები, რომლებიც ითვალისწინებს იტალიური ენისა და კულტურის ონლაინ საბაკალავრო პროგრამის 1 სემესტრის (2025 წლის სექტემბერი – 2025 წლის თებერვალი) სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვას, განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისათვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იტალიის უნივერსიტეტებში სწავლისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2025 წლის 24 ივლისიდან 2025 წლის 8 სექტემბრამდე ონლაინ, ბმულზე: https://laurea.italicon.it/it/borse-di-studio
იტალიურ ენაზე კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე კონკურსის პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
#Istruzione #StudiareinItalia