ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ლუკა ჯორდანო და მისი ბენდი ბლუზის საერთაშორისო ფესტივალზე

1

დიდი წარმატება ხვდა წილად ლუკა ჯორდანოსა და მისი ბენდის კონცერტს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ბლუზის მე-9 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

12 ივლისს ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ბლუზ ვილიჯის სივრცემ გამორჩეულ იტალიელ სტუმარს უმასპინძლა: სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში, ფესტივალებსა და პრესტიჟულ სცენებზე სახელგანთქმულ  მუსიკოსებთან ერთად თუ სოლისტად გამოსვლის შემდეგ, იტალიელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი, ევროპული ბლუზის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული ლუკა ჯორდანო საქართველოს ეწვია და, თავის ბენდთან და ლეგენდარული ბიბი კინგის ქალიშვილთან, კლოდეტ კინგთან ერთად, ქართველი მსმენელი მოაჯადოვა.

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ ხაზი გაუსვა კულტურული ინიციატივების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის კავშირებისა და დიალოგის გაძლიერების საქმეში. „იტალიის საელჩო თბილისში აქტიურად უჭერს მხარს იტალიური კულტურისა  და იტალიელი შემსრულებლების პოპულარიზაციასა და, უკვე ბევრი წელია, რაც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ უმნიშვნელოვანეს კულტურულ ფესტივალებთან. მოხარულები ვართ, რომ წელს საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამშრომლობას ბლუზის საერთაშორისო ფესტივალთან და ამ ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბლუზის (რომელიც არა მხოლოდ მუსიკის ჟანრი, არამედ, უნივერსალური მუსიკალური ენაა!) იტალიელი შემსრულებლები ეწვივნენ“, – აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ.