
17-28 ივნისს გაიმართება თბილისი პიანო ფესტი, რომელიც ყოველ წელს საქართველოს დედაქალაქში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სახელგანთქმულ პიანისტებს მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი Miami International Piano Festival in Lecce-ს სამხატვრო ხელმძღვანელისა და ასოციაცია Nireo-ს დამფუძნებლის, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმრის, ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი პიანისტისა და დირიჟორის, ფრანჩესკო ლიბეტას მონაწილეობით.
25 ივნისს (დასაწყისი 20:00სთ-ზე) თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში იტალიელი ვირტუოზი კარლ მარია ფონ ვებერის, რობერტ შუმანისა და ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს. არ გამოგრჩეთ!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.