ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

პროგრამა MaRaThon@University of Padua – Master your Research and Training Needs, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის (MSCA) ფარგლებში ხორციელდება

Universita Padova

ცხადდება მიღება კურსზე MaRaThon@University of Padua – Master your Research and Training Needs, რომელიც მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის (MSCA) ფარგლებში პადუის უნივერსიტეტის ინიციატივით, 2025 წლის 21-23 მაისს გაიმართება.

ინტენსიური კურსი ტარდება იმ მკვლევარებისთვის, რომლებმაც კვლევითი სამუშაოს განსახორციელებლად პადუის უნივერსიტეტი შეარჩიეს და სურთ, წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა შესარჩევ კონკურსში „ჰორიზონტი ევროპას“ მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის პოსტდოქტორანტურის მიმართულებით (იწყება 2025 წლის 9 აპრილს). კურსზე MSCA MaRaThoN@Unipd სწავლა შეუძლიათ ნებისმიერის ასაკისა და ეროვნების მკვლევარებს, რომლებსაც დოქტორანტურა აქვთ დამთავრებული.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 24 მარტის 13:00სთ-მდე (იტალიური დროით).

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.unipd.it/en/msca-marathon25.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ელ.ფოსტის მეშვეობით შემდეგ ელ.ფორსტის მისამართზე:  mariecurie.marathon@unipd.it