გინდათ, მხარი დაუჭიროთ კონცერტს, გამოფენას, კონფერენციასა თუ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირები იტალიური კულტურა და იტალია-საქართველოს კულტურული და სავაჭრო კავშირებია? გსურთ, მაღალი დონის კულტურული თუ კომერციული პროგრამის მეშვეობით, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია ან ორგანიზაცია საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც იტალიასთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და რომელიც ევროპისა და აზიის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს წარმოადგენს? საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ 2025 წლისთვის დაგეგმილი კულტურული და კომერციული ღონისძიებებისა და იტალიის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი წვეულების განხორციელებაში თქვენი წვლილის შესატანად საკმარისია, 2025 წლის 2 მაისამდე გამოგვიგზავნოთ წერილი ელ.ფოსტის მისამართზე embassy.tbilisi@esteri.it და შეძლებთ, მონაწილეობა მიიღოთ სპონსორების შესარჩევ კონკურსში.
გათვალისწინებულია სპონსორის ოთხი კატეგორია: ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს და პლატინის სპონსორები. სხვადასხვა კატეგორიებისთვის გათვალისწინებული უპირატესობები და წესები დეტალურად არის მოცემული განაცხადში სპონსორების შესარჩევი პროცედურის შესახებ, რომელიც ქვეყნდება დაფინანსების წინადადების მოდულთან ერთად. სპონსორების ლოგოები ამ ვებგვერდზე იქნება განთავსებული. კულტურული საქმიანობის მხარდამჭერების მონაწილეობა გაჟღერებული იქნება ღონისძიებებთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. ღონისძიებებზე სპონსორებს ექნებათ განსაკუთრებული სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილები და შეძლებენ საკუთარ სარეკლამო კამპანიებში გააჟღერონ, რომ არიან “საქართველოში იტალიის საელჩოს 2025 წლის ღონისძიებების სპონსორები”.
საელჩო აგრძელებს სპონსორიზაციის გეგმას, რომელიც ხორციელდება 2011 წლიდან და გამოირჩევა სპონსორების შერჩევის გამჭვირვალობითა და ეფექტურობით, სპონსორების წვლილის სათანადო გაშუქებითა და მაღალი დონის ღონისძიებებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტის მისამართზე: embassy.tbilisi@esteri.it