Erasmus Mundus Joint Master-ის სამაგისტრო პროგრამა “Greening Energy Market and Finance” (GrEnFIn) ორგანიზებულია სამი უნივერსიტეტის (მათ შორის, ბოლონიის უნივერსიტეტის) კონსორციუმის მიერ და განკუთვნილია საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან.
კურსის ხანგრძლივობა 24 თვეს, მოცულობა კი 120 ECTS კრედიტს შეადგენს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები.
სწავლის მსურველებს უნდა გააჩნდეთ სათანადო აკადემიური მაჩვენებლები; დიპლომი სამაგისტრო პროგრამის ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, სტატისტიკა, ინფორმატიკა, ინჟინერია, და ინგლისური ენის ცოდნის (სულ მცირე, B2 დონეზე) დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საუკეთესო კანდიდატებისთვის გაიცემა ერაზმუს მუნდუსის სასწავლო სტიპენდია.
სწავლის მსურველთა განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 3 მარტი.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.