ვიდეოთამაშის “ITALY. Land of Wonders” განახლებული ვერსია მობილური მოწყობილობებისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია!
მისი გადმოწერა უფასოდ შესაძლებელია App Store-სა (iOS-სთვის) და Google Play Store-ს (Android-ისთვის) მეშვეობით.
ვიდეოთამაში და მასთან დაკავშირებული ვებგვერდი ხელმისაწვდომია იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, რუსულ, პორტუგალურ, არაბულ, ჩინურ, იაპონურ და კორეულ ენებზე.
„ITALY. Land of Wonders”, რომელიც იტალიური კულტურის, ღირშესანიშნაობებისა და ბუნების სილამაზის გასაცნობად შეიქმნა, შედგება 100 სხვადასხვა სირთულის დონისგან, სადაც იტალიის კულტურული მემკვიდრეობის უმთავრეს თემებთან (ხელოვნებასთან, ბუნებასთან, სანახაობასთან, კრეატიულობასა და და გასტრონომიასთან) დაკავშირებული 600-მდე მოკლე ტექსტია თავმოყრილი.