ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ფლორენციის საოპერო თეატრის Maggio Musicale Fiorentino-ს აკადემია საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსები

Maggio fiorentino-logo

ფლორენციის საოპერო თეატრის Maggio Musicale Fiorentino-ს აკადემია აცხადებს 2024-2025 სასწავლო წლისათვის საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღებას.
შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცემათ ფლორენციის საოპერო თეატრში სწავლისა და პროფესიული დახელოვნების შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში (2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივნისამდე). გაიცემა სასწავლო სტიპენდიები (ყოველთვიურად, დასაბეგრი 1000 ევროს ოდენობით).
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მაისი.
საოპერო მომღერლების კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
სამხატვრო თანაშემწეების კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.