იტალიის საელჩო საქართველოში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობით, იტალიური კინოსა და ლიტერატურის მოყვარულებს სთავაზობს არაერთი კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელი იტალიელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის, პუპი (ჯუზეპე) ავატის ფილმის “დანტე” ჩვენებას.
ფილმი სერჯო კასტელიტოს, ალესანდრო სპერდუტის, ენრიკო ლო ვერსოსა და კარლოტა გამბას მონაწილეობით, გადაღებულია ჯოვანი ბოკაჩოს წიგნის მიხედვით, რომელმაც 1350 წელს დანტეს ქალისშვილის მოძებნა გადაწყვიტა, იმოგზაურა დანტესთან დაკავშირებულ ადგილებში და დიდი იტალიელი გენიოსის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებს გაეცნო.
25 წლიანი კვლევისა და ძიების შედეგად, პუპი ავატიმ შექმნა ფილმი, რომლის მოქმედება იტალიის ქალაქების, ციხე-სიმაგრეებისა და ფრესკების შესანიშნავი გამოსახულებების ფონზე იშლება და გვიამბობს დანტეს ნამდვილ ისტორიას – ადამიანის, რომელმაც სამყარო შეცვალა, თუმცა მის ბრძოლით, გამარჯვებებითა და მარცხებით აღსავსე ცხოვრებას ცოტა ვინმე თუ იცნობს.
კინოჩვენება გაიმართება 15 დეკემბერს, 19:00სთ-ზე, საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ჰიბრიდულ აუდიტორიაში.