ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის კანდიდატია

Cucina italiana candidatura UNESCO

იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტყეების სამინისტრომ (მინისტრ ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას სახით) და იტალიის კულტურის სამინისტრომ (მინისტრ ჯენარო სანჯულიანოს სახით), 23 მარტს იტალიური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში კანდიდატად წარადგინეს.

იტალიური სამზარეულო მხოლოდ კერძები, ან რეცეპტების ნაკრები არ არის, ის სოციალური ჩვევებისა და ტრადიციების ერთობლიობაა, იტალიელი ხალხის კოლექტიური რიტუალი, რომლისთვისაც საკვები კულტურული იდენტობის ნაწილს წარმოადგენს.

იტალიური სამზარეულო გამოცდილების, კრეატიულობისა და თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნის მრავალფეროვანი მოზაიკაა. ამავდროულად, ის ბიომრავალფეროვნების დაცვის ერთგვარი ფორმაცაა, რომელიც სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი სეზონური პროდუქტისა და საკვების გონივრულად გამოყენების პრინციპს ეფუძნება. იტალიური სამზარეულო ჩვენი ისტორიის ნაწილი და კულტურული მემკვიდრეობაა ქვეყანასა თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მილიონობით იტალიელისა და მათი შთამომავლებისთვის, ასევე, იმ უამრავი უცხოელისთვის, ვისთვისაც იტალიური ცხოვრების სტილი შთაგონების წყაროა.

This site is registered on wpml.org as a development site.