კატანიის უნივერსიტეტში დაიწყო ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქე სტუდენტების ჩარიცხვა, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2022/2023 აკადემიურ წელს სამაგისტრო პროგრამის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე:
- ელექტრული ინჟინერია;
- ავტომატიზაციის ინჟინერია;
- ქიმიური ინჟინერია;
- ელექტრონული ინჟინერია;
- მექანიკური ინჟინერია;
- კომუნიკაციების ინჟინერია;
- ფიზიკა;
- გლობალური პოლიტიკა;
- მონაცემთა მეცნიერება.
თითოეული კურსის საუკეთესო ხუთი სტუდენტისთვის გამოყოფილია ხუთი სტიპენდია, რომლის ოდენობა წლიურად 2000 ევროს შეადგენს.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 10 თებერვლიდან 18 მარტამდე ვებ-პორტალის https://studenti.smartedu.unict.it/ მეშვეობით.
კონკურსის პირობების იტალიურ ენაზე სანახავად დააჭირეთ აქ.
კონკურსის პირობების ინგლისურ ენაზე სანახავად დააჭირეთ აქ.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ.