იტალიის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს მძღოლი/კურიერი/სატელეფონო ოპერატორის 1 (ერთ) პოზიციაზე (ხელშეკრულების ტიპი: უვადო).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 9 აგვისტოს 23:59სთ (საქართველოს დროით). განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს “კონკურსის პირობებში” მითითებული წესის დაცვით. “კონკურსის პირობებში” მოცემულია, ასევე, კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, პირობები და საკონკურსო განაცხადის შესავსები ფორმა.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ, ყურადღებით გაეცნონ “კონკურსის პირობებს”, რომელთა ნახვა შესაძლებელია აქ.
- საკონკურსო განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ.
- იხ. ოქმი n. 2 – გასაუბრების თარიღი
- კონკურსის საბოლოო შედეგები
აღნიშნული კონკურსის პროცედურებთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება საელჩოს ვებგვერდზე.
პროცედურებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კომისიის თავმჯდომარეს ელ.ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it. “კონკურსის პირობებში” მითითებულია, რომ ამავე მისამართზე ხდება საკონკურსო განაცხადების გაგზავნა.