ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

Unisalento4talents, სალენტოს უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა

დაიწყო სალენტოს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის კურსებზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა. საერთაშორისო სტუდენტებისათვის გამოყოფილია 25 სასწავლო სტიპენდია.

კონკურსი “Unisalento4talents” მიმართულია იმ საერთაშორისო სტუდენტებისადმი, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება 2021/2022 აკადემიურ წელს სალენტოს უნივერსიტეტის შემდეგ ინგლისურენოვან კურსებზე:

  • ხმელეთისა და ზღვის ბიოლოგია და ეკოლოგია;
  • კომუნიკაციების ინჟინერია და ელექტრონული ტექნოლოგიები;
  • კომპიუტერული ინჟინერია;
  • მართვის ინჟინერია;
  • მასალების ინჟინერია და ნანოტექნოლოგიები.

განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 15 ივნისი.

დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

unisalento4talents