ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

პაქტი ექსპორტის მხარდასაჭერად, იტალიური კომპანიების ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი სტრატეგია

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა პოსტ-კრიზისულ პერიოდში იტალიური ნაწარმის ექსპორტის ხელშეწყობი ინოვაციური სტრატეგია – მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც იტალიური კომპანიების ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას ემსახურება.

ინიციატივა ექვს მთავარ მიმართულებას მოიცავს: კომუნიკაციას (კერძოდ, კამპანიას “Nation branding”, რომლის მიზანია სხვადასხვა ეკონომიკური დარგების, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა); კომპლექსურ პოპულარიზაციას (რაც გულისხმობს მთელ რიგ ინიციატივებს თანამედროვე ხელოვნების, კინო და აუდიოვიზუალური ხელოვნების, საგამომცემლო საქმიანობის, კულინარიის, დიზაინის, მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისთვის); განათლებას (დაგეგმილია კომპანიებისა და საწარმოებისთვის საგანმანათლებლო და საინფორმაციო ინსტრუმენტების, მათ შორის, ექსპორტთან დაკავშირებული ელექტრონული მეგზურისა და, ასევე, ციფრული პლატფორმის განხორციელება); საგამოფენო სისტემას (დაგეგმილია სისტემის განახლება, გამოფენებთან დაკავშირებული მასალების ნაწილობრივი გაციფვრა და სპეციალური პლატფორმების შექმნა ვირტუალური B2B ფორმატის შეხვედრებისთვის); ელექტრონული ვაჭრობასა და გამარტივებულ საფინანსო სისტემას.

სიახლეები იხილეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე.