ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მოდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე 2019

ჩვენი საელჩო, საკუთარი სტენდით, წელსაც მონაწილეობს ევროპის დღის აღნიშვნაში, რომელიც გაიმართება შაბათს, 4 მაისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე რიყის პარკში მოწყობილ “ევროსოფელში”.

ჩვენი მეგობრების, “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” დახმარებით, საელჩოს თანამშრომლები სტუმრებს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ჩვენი კულტურული საქმიანობის, იტალიაში სწავლის შესაძლებლობებისა და ტურიზმის შესახებ. “დანტე ალიგიერი საზოგადოება – თბილისის კომიტეტის” თანამშრომლები კი ბავშვებს და მოზარდებს ხატვისა და ძერწვის ღია გაკვეთილებსა და სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ. ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალები იხილეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე.

გელოდებით შაბათს, 4 მაისს, რიყის პარკში. მოდით, ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე!