ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სხვადასხვა კულტურისა და მუსიკალური სტილის მქონე სამი მუსიკოსი თბილისის “რიტმის ფესტივალზე”

მუსიკისა და ხელოვნების ახალი საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი” 24 ოქტომბერს ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტით გაიხსნება: შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე წარსდგება განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი და სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებზე შემსრულებელი სამი ბრწყინვალე მუსიკოსი, რომლებსაც იდეალური ჰანგების ძიება აერთიანებთ. იტალიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ, ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო და შვედი პიანისტი იან ლუნდგრენი წარმოგიდგენთ მუსიკალურ პროექტს “Mare Nostrum”, რომელმაც 2007 წლიდან სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა.
პაოლო ფრეზუ, ცნობილი იტალიელი ჯაზმუსიკოსი (მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში ასობით დისკი, ათასობით კონცერტი და თეატრსა თუ კინოსთან დაკავშირებული უამრავი სხვადასხვა პროექტია) და ბერკიდას ოცდაათწლიანი ისტორიის მქონე ჯაზფესტივალის “Time in Jazz”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, კონცერტის სხვა მონაწილეებთან ერთად, შეასრულებს ორიგინალურ კომპოზიციებსა და განსხვავებული ტრადიციისა და სტილის მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებიც ფრანგული სიმღერების, შვედური მუსიკის, არგენტინული ტანგოსა და მონტევერდის იტალიური ბაროკოს გავლენით შეიქმნა. არ გამოტოვოთ!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ:

concerto poster