ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

კულტურული დიპლომატია: რომის კათოლიკურ უნივერსიტეტში მასტერის ახალი პროგრამა იწყება

პრესტიჟული კათოლიკური უნივერსიტეტის რომის ფილიალი კულტურული დიპლომატიის თემით დაინტერესებულებს სთავაზობს დიპლომისშემოდგომი განათლების კურსს, რომელიც გაიმართება 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე. ALMED-ის მიერ შემოთავაზებული ინოვაციური ინგლისურენოვანი პროგრამის კულტურული დიპლომატია, ხელოვნება და მედია საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური კომუნიკაციისათვის მიზანია საერთაშორისო კარიერისათვის პროფესიონალების მომზადება, საერთაშორისო ურთიერთობების, მასშტაბური კულტურული და სახელოვნებო ღონისძიებების გამართვის, ბრენდინგის სტრატეგიების დარგში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
30 სტუდენტისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა ინტერაქტიულ გაკვეთილს, სემინარებსა და ვორქშოპებს. გარდა ამისა, სტუდენტებს მიეცემათ მუზეუმების, კულტურული ინსტიტუციებისა და, იტალიური თუ საერთაშორისო საჯარო და კერძო ორგანიზაციების ოფისების მონახულების შესაძლებლობა.
კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 2 ოქტომბერი.
ბროშურის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ: