ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ლუიჯი პირანდელოს „მთის გოლიათები“ – იტალიური დადგმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე

მიმდინარე თეატრალური სეზონი განსაკუთრებით მდიდარია იტალიური სპექტაკლებითა და ღონისძიებებით. 2016 წლის ფესტივალის „საჩუქარი” ფარგლებში გამართული პროგრამის „ფოკუსშია იტალია” შემდეგ, კიდევ ერთი იტალიური პრემიერა გველის, ამჯერად უკვე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე. 2016 წლის 6 დეკემბერს ცნობილი იტალიელი რეჟისორები ენცო ვეტრანო და სტეფანო რანდიზი წარმოგვიდგენენ ლუიჯი პირანდელოს უკანასკნელი ნაწარმოების, მისი დაუმთავრებელი შედევრის „მთის გოლიათების” იტალიურ-ქართულ ერთობლივ დადგმას. იტალიელი რეჟისორები, პირანდელოს დრამატურგიისადმი მიძღვნილი ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე, მაყურებლის წინაშე ხშირად წარმსდგარან, როგორც რეჟისორების, ასევე, მსახიობების ამპლუაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ახალი ინტერპრეტაცია ქართულ სცენაზეც დიდ წარმატებას მოიპოვებს. არ გამოაკლდეთ!

pirand spetta web

locand