2017 წლის 11-14 მარტს ქ. რომში გაიმართება საერთაშორისო კარიერის ფესტივალი, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების, სხვადასხვა ინსტიტუციების, საზოგადოებების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ურთიერთგადაკვეთისა და თანამშრომლობისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ეს ფესტივალი ერთადერთია იტალიაში, რომელიც მთლიანად ეძღვნება ახალგაზრდებსა და მათი კარიერის განვითარების საკითხებს. ღონისძიების მთავარი მიმართულებებია: საერთაშორისო კარიერა, სხვადასხვა სახის ექსპერიმენტები, ექსპერტებთან შეხვედრა, შეჯიბრებები მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ათასობით სტუდენტს შორის, ახალგაზრდების უნარების შეფასება და მათი წარმატებული კარიერის შესაძლებლობათა განხილვა.
ფესტივალის იდეის ავტორია არაკომერციული ორგანიზაცია Giovani nel Mondo, რომელიც იტალიაში დაარსდა ახალგაზრდების ნიჭისა და მათი კარიერული განვითარებისათვის საერთაშორისო შესაძლებლობათა თანხვედრის ხელშეწყობის მიზნით.
ფესტივალის მონაწილეებს შეუძლიათ, საკუთარი აკადემიური განათლებისა და მისწრაფებების საფუძველზე, ფესტივალის ფარგლებში შესაფერისი მიმართულება აირჩიონ.
ფესტივალში მონაწილეობის წესებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის, დააჭირეთ აქ:
