ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

პოლიტიკური ხედვების თანხვედრა, ღია კარი ჩვენი კომპანიებისათვის და მრავალრიცხოვანი კულტურული და სამეცნიერო პროექტი

პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და სამომავლოდ მნიშვნელოვანი ვიზიტების დაგეგმვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური პერსპექტივებისა და ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა იტალიის მხრიდან; ღია კარი იტალიური კომპანიებისათვის; 2017 წლის დასაწყისში ქ. რომში დაგეგმილი ბიზნესფორუმი ქართული კომპანიების მონაწილეობით. ვაჭრობის ზრდისა და ინვესტიციების გასაძლიერებლად თანამშრომლობის სფეროთა გაფართოება: ინფრასტრუქტურიდან სოფლის მეურნეობამდე, ტურიზმიდან ენერგეტიკამდე, ლოჯისტიკიდან მანქანა-დანადგარების წარმოებამდე. იტალიური ენის პოპულარიზაცია ქართულ სკოლებში ორენოვანი სექტორების ამოქმედებასთან დაკავშირებით ხელმოწერილი მემორანდუმის მეშვეობით; კულტურულ, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე შეთანხმების ახალი აღმასრულებელი პროგრამა, რომელიც ემსახურება ურთიერთობების გაღრმავებას ბიბლიოთეკებს, არქივებს, თეატრებს, სპორტულ ორგანიზაციებს, კვლევით ცენტრებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და, ასევე, არქეოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის, კონსერვაციისა და დაცვის სფეროში კომპეტენტურ ორგანიზაციებს შორის. ვიზიტი, რომელმაც დიდი წარმატებით, თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
ვიზიტის ამსახველი ფოტოსურათების დასათვალიერებლად დააჭირეთ აქ: