იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ICE) თბილისის წარმომადგენლობის და ICE-ს ბაქოს ოფისის ძალისხმევით და FEDERUNACOMA-ს (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელთა ფედერაცია) ხელშეწყობით, რამოდენიმე უმსხვილესი ქართული კომპანიის წარმომადგენლები და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე დაესწრნენ ქ. ბოლონიაში 9-13 ნოემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას (EIMA), სადაც წარმოდგენილი იყო 1900 მონაწილე და 50000 მოდელი. საქართველოდან ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, მოენახულებინათ გამოფენა და შეხვედროდნენ FEDERUNACOMA-ს ხელმძღვანელობას. საქართველოში ასეთ ტექნიკაზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა-მომსახურეობის სფეროში მომუშავე ქართული საჯარო ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული (1200-მდე ერთეული) და კერძო კომპანიების მფლობელობაში მყოფი მანქანა-დანადგარების დიდი ნაწილი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა საქართველოს ბიზნეს-ფორუმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს, რომელსაც 2017 წლის დასაწყისში საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩვენების ინიციატივაში (DemoFarm) ჩართული 15-მდე იტალიური კომპანია წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე Agro Food Drink Tech Expo Georgia 2016, რომელიც გაიმართება თბილისში 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე.

ტვ მაესტრო, გადაცემა “ბიზნესკონტაქტი”: EIMA 2016, ინტერვიუ ელჩთან
ტვ მაესტრო, გადაცემა “ბიზნესკონტაქტი”: ქართული კომპანიები გამოფენაზე EIMA 2016