ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური ენის მეთექვსმეტე მსოფლიო კვირეული: სოლდინის ფილმი “მდინარე ყოველთვის მართალია”

17-23 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთექვსმეტე კვირეული, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა “იტალიური ენა და შემოქმედება: ბრენდები და ტრადიციები, მოდა და დიზაინი”.
19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” (დარბაზი 3) გაიმართება სილვიო სოლდინის ახალი დოკუმენტური ფილმის “მდინარე ყოველთვის მართალია” (2016) ჩვენება. ფილმი წარდგენილი იყო ბოლონიის ფესტივალზე “Biografilm“, სადაც მიიღო პრიზი Audience Award.
ფილმი, რომელიც შემოთავაზებულია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ, ნაჩვენები იქნება იტალიურ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.

flyer il fiume ha sempre ragione