21 სექტემბერს იტალიის საელჩო დაესწრო ევრო კავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ შემუშავებული პროექტის “EU4BUSINESS/EBRD – საკრედიტო ხაზის” გახსნას, რომელიც განხორციელდება საქართველოს ბანკის მიერ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოყო 50 მილიონი ევრო, რომლის წყალობითაც საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეები შეძლებენ მიიღონ გრძელვადიანი სესხი ეროვნულ ვალუტაში. ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზატორია ს.ს. დ’აპოლონია – საკონსულტაციო კომპანია საინჟინრო დარგში.
ინიციატივის მთავარი მიზანია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხელი შეუწყოს ადგილობრივ კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტების მიღწევასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში. მეწარმეებს საშუალება ექნებათ უკეთესად გამოიყენონ ახალი ბაზარი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ასოცირების, შესაბამისად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)ხელმოწერის შემდეგ.
აღნიშნული პროექტი მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებასა და შესაძლებლობებს:
* ადგილობრივი ბანკების (პარტნიორი ბანკების) მიერ ლარში გაცემული EBRD-ის სესხები;
* საგრანტო წახალისებაწარმატებულად განხორციელებული პროექტებისათვის;
* უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ უფასო ტექნიკური კონსულტაციის გაწევა.
პროექტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ვებ გვერდს: www.EU4Business-EBRDCreditline.com