ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ნიქოზი”

წელსაც, გასული წლების მსგავსად, იტალია მონაწილეობს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც წელს მეექვსედ იმართება 1-6 სექტემბერს ცხინვალის სიახლოვეს მდებარე პატარა სოფელ ნიქოზში. ნიქოზის ხელოვნების სკოლისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით გამართულმა ფესტივალმა პირველივე დღიდან დიდი წარმატება მოიპოვა.

nikozi 1
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იტალიელი კინოკრიტიკოსი ჯანალბერტო ბენდაცის ანიმაციური ენციკლოპედიის სამტომეულის პრეზენტაცია “ანიმაცია: მსოფლიო ისტორია”. ფესტივალის პროგრამაში ჩართულია ბენდაცისა და ანიმაციური ფილმების ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორის, მაურო კარაროს მიერ შერჩეული ფილმები. არ გამოტოვოთ!

nikozi 2