ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალია – საშობაო საქველმოქმედო ღონისძიების მთავარი გმირი

ტრადიციის მიხედვით, წელსაც იტალიის საელჩომ მონაწილეობა მიიღო თბილისში 5 დეკემბერს საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWA) მიერ ორგანიზებულ ზამთრის ბაზრობაზე. იტალიურმა სტენდებმა დიდ წარმატებას მიაღწია. საელჩოს მიერ გადარიცხული თანხა, კერძოდ კი 21.887 ლარი, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შორის ყველაზე მსხვილი აღმოჩნდა.
სხვადასხვა დონორებისა და სპონსორების მიერ გულუხვად მოწოდებული პროდუქტების ფართო არჩევანის წყალობით, საელჩოს მიერ შეტანილი წვლილი გამორჩეული იყო. მოხარულები ვართ, რომ IWA-ს მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩვენი შენატანით ვეხმარებით ქართული საზოგადოების გაჭირვებულ ფენას, განსაკუთრებით, ქალებსა და ბავშვებს.
საელჩო გულითად მადლობას უხდის ყველა იმ მოხალისეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო იტალიურ სტენდში და შემდეგ სპონსორებსა და დონორებს: “AG” (კოინკაზა), “აგრიჯორჯია” (Ferrero), “ალიანსი-საქართველო” (Grandi Molini Italiani და Ferrero), “A.M.P. -საქართველო” (Carpisa), “არგო” (Barilla), “Baccarat Jewelry”, “ბადაგონი” (Pelini), “Buonasera” (ტკბილეულობა), “კაუკაზუს” (Galbani),  “Gasolf” (Marella), “GB Consulting”, “ჯეო-კოპი” (Ponti, Bertolli), “ი.მ. გოჩა ღაღაშვილი” (ყველი), “ჯიტექსი” (OVS და Lotto), “აისიერ” (Pomodorissimo), “Interpetar”, “ნიუ იტალმობილი”, “ახალი ყავის კომპანია” (Lavazza), “New Light” (Artemide), “ომეგა” (San Benedetto, Kimbo, Zuegg), “პენსარეკაზა”, “პრიმალინეა” (Bioline), “პროლაით”, “რონიკო”, “ტევრი” (Calzedonia და Intimissimi), “ვიქენდ მაქს მარა”, იამამაი”.
უღრმესი მადლობა მრავალ სტუმარს, რომელმაც შეიძინა (და დააგემოვნა) იტალიური პროდუქცია და დაეხმარა გაჭირვებულებს.

foto