ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის საერთაშორისო ტელემატიკური უნივერსიტეტი “Uninettuno” და არასამთავრობო ორგანიზაცია “მინერვა” საქართველოს რეგიონულ  უნივერსიტეტებში  დისტანციურ სწავლებას იწყებს

ინოვაციური ტექნოლოგიების, განათლებისა და რეგიონული განვითარებისაკენ მიმართული პროექტი “NOVUS LAURUS INTERNATIONAL 2015” წარმატებით მიმდინარეობს.  პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებს შორის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეირჩა.
პარლამენტის წევრის, გიორგი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, “გათვალისწინებულია, რომ მომავალში აღნიშნული პროექტი ყველა დისციპლინას მოიცავს, თუმცა პირველ ეტაპზე დაგეგმილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სასწავლო პროგრამებისა და უცხო ენების (მათ შორის, იტალიური, ინგლისური და ბერძნული ენების) სწავლება“. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის დისტანციური მეთოდით სწავლებას, უპირველეს ყოვლისა, ეთნიკური უმცირესობებისა და საქართველოში მომუშავე უცხოელებისთვის.
29 სექტემბერს, ქ. თბილისში, პარლამენტის შენობის “პირველი რესპუბლიკის” დარბაზში გაიმართა საქართველო-იტალიის საერთაშორისო სემინარი – „ინოვაციური მიდგომები განათლებასა და პროფესიულ განვითარებაში“. სემინარი, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრების გ. ხეჩინაშვილისა და თ. მაისურაძის ხელშეწყობით, ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “მინერვას” მიერ.
სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ტელემატიკური უნივერსიტეტის “UNINETTUNO”-ს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები და პროფესორები, „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ პროფესორები, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგებლები.
დეტალური ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ აქ: