ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი“ – მიკელე პანელას ლექცია თანამედროვე იტალიურ თეატრსა და დრამატურგიაზე

საქართველოში იტალიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით,  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარი 2015“-ის ფარგლებში, ფლორენციის ფესტივალ „Intercity“-ს და Teatro della Limonaia -ს სამხატვრო კონსულტანტის, ბატონ მიკელე პანელას ლექცია 2015 წლის 14  ნოემბერს, 15.00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში  შედგება. ლექცია იტალიურ ენაზე იმართება, ქართულ ენაზე თარგმანის უზრუნველყოით,   ითვალისწინებს ვიდეოჩვენებებს და    თანამედროვე იტალიურ თეატრსა და დრამატურგიას ეძღვნება. ღონისძიების სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე http://giftfestival.ge/index.php?pg=pro&id=75&lang=ge