იტალიის საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ 19-25 ოქტომბერს ჩატარდება იტალიური ენის მეთხუთმეტე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება. წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა „ იტალიური ენა მუსიკაში და იტალიური ენის მუსიკალურობა“. ქვემოთ მოყვანილია საქართველოში კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების ჩამონათვალი:
21 ოქტომბერი, ოთხშაბათი
19.00 სთ – თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი
( თბილისი, გრიბოედოვის ქ.8), იტალიური საოპერო მუსიკის საღამო, კონცერტში მონაწილეობას იღებენ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრი, დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტები, კონსერვატორიის სტუდენტები. შესრულდება ვერდის, როსინის, პუჩინის, დონიცეტის, ჩილეას საყოველთაოდ ცნობილი საოპერო არიები.
22 ოქტომბერი, ხუთშაბათი
20.00 სთ – მაგთი კლუბი, ( თბილისი, რუსთაველის გამზ.22) ჯაზ ტრიო “Scala Nobile”-ს კონცერტი, აღნიშნული ღონისძიება განხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ხელშეწყობით.
იტალიური ენის მეთხუთმეტე მსოფლიო კვირეული საქართველოში იტალიის ელჩის, ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლის ინტერვიუთი გაიხსნა, რომელიც საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა „ მხოლოდ ოპერას“ ფარგლებში გავიდა ეთერში 18 და 19 ოქტომბერს და იტალიური ენისა და მუსიკის ურთიერთკავშირს მიეძღვნა. ელჩის ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: